20 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
ჭავჭავაძეზე მიწა ჩამოიშალა - მიწის მასაში მოყოლილია 2 ადამიანი

თბილისში, ჭავჭავაძეზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მიწის მასაში მოყოლილია ორი ადამიანი. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ისინი ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც იმყოფება.

როგორც ცნობილი ხდება, მიწის მასაში მოყოლილი ერთი მუშა 25 წლისა, მეორე კი - 41 წლის. 

ადგილზე სამუშაოებს კომპანია "ტრანსმშენი" აწარმოებს. 

 

დღის ამბები