23 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
არჩევნები უკრაინაში - ეგზიტპოლების შედეგებით, ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინაში საარჩევნო უბნები დაიხურა. მოსახლეობამ პრეზიდენტობის კანდიდატს შორის არჩევანი უკვე გააკეთა. ეგზიტპოლების შედეგები ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. წინასაწარი მონაცემების მიხედვით, კომიკოსი  მსახიობი და ტელეწამყვანი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.

ეგზიტპოლების შედეგებით, 30.1% აქვს ზელენსკის, მეორე ადგილზე 18.5%-ით პეტრო პოროშენკოა, ხოლო მესამე ადგილზეა 14%-ით იულია ტიმოშენკო. 

პეტრო პოროშენკო საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ მან მედიისთვის განცხადება გააკეთა. პოროშენკოს თქმით, მან ხმა უკრაინის უკეთეს მომავალს მისცა.

რადას დეპუტატის, იულია ტიმოშენკოს განცხადებით, უკრაინაში ბევრი პრობლემაა და ის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უნდა გადაიჭრას.

ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ზელენსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატი და მრჩეველია. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნონ.

უკრაინაში, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები