24 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
ინგლისურის შემსწავლელი კურსი, რომელსაც ამერიკა აფინანსებს და ახალგაზრდები, რომლებიც სასწავლად ფეხით კილომეტრებს გადიან

ხალისიანი, მოტივირებული, ენერგიული ახალგაზრდები, რომლებიც ისე არიან მოწყურებული სწავლას, რომ მზად არიან ფეხით კილომეტრები გაიარონ, ოღონდაც სასურველი ცოდნა მიიღონ.

მათაც გაუმართლათ - ამერიკის მიერ დაფინანსებული პროექტის წყალობით, მათ შეუძლიათ სრულყოფილად დაეუფლონ ინგლისურ ენას, რაც შემდეგ ხელს შეუწყობს სწავლის უცხოეთში გაგრძელებაში. მითუმეტეს, რომ ეს გაკვეთილები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინგლისური ენის კურსი.

სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის "აქსესის" პროგრამით ინგლისური ენის სწავლება გნსხვავებულ ფორმატში საქართველოს 14 რეგიონში მიმდინარეობს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის მცირე სასტიპენდიო პროგრამას 9 წელია პროექტი ”ჰარმონია” ადგილობრივ NGO-ებთან პარტნიორობით ახორციელებს. 

დღის ამბები