25 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
ჭავჭავაძეზე მიწის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს მაშველები გეორადარით ეძებენ

ჭავჭავაძეზე მიწის ქვეშ მოყოლილ 41 წლის მამაკაცს მაშველები გეორადარით ეძებენ. მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ მიწის ქვეშ მასთან ერთად მოყოლილი 25 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. 

როგორც გაირკვა ადგილზე, ყოფილი ლეჩკომბინატის წინა ფასადის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა. ჭავაჭავაძის 5 ნომერში საავადმყოფო უნდა აშენდეს. კომპანია „ლეჩკომბინატი 1“ არის დამკვეთი, ხოლო სამუშაოების შემსრულებელი კი კომპანია „ტრანსმშენი.“

თბილისის მერიის ინსპექციაში განმარტავენ, რომ სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, კომპანია სამუშაოებს აღარ გააგრძელებს. 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები