20 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
„სხვადასხვა მაღაზიამ გააკეთა ბევრი განცხადება, რომ ნაღდი ფულით ხდება საკმაოდ ბევრი შეძენა" - კობა გვენეტაძე

„სხვადასხვა მაღაზიამ გააკეთა ბევრი განცხადება, რომ ნაღდი ფულით ხდება საკმაოდ ბევრი შეძენა, იგივე „ბეკომ“ გააკეთა განცადება. ეს მოთხოვნა არ წასულა, ეს მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მოთხოვნა რეალიზებულია ამ გზითაც,“ - ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას გააკეთა.

გვენეტაძემ საბანკო რეგულაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღებამდე მომხმარებელს სამომხმარებლო სესხით პროდუქციის შეძენა ყოველგვარი შემოწმების გარეშე შეეძლო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, რეგულაციების შემდეგ პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა, არამედ პირიქით, მოქალაქეები ამა თუ იმ პროდუქტს ნაღდი ანგარიშსწორებით, სესხის გარეშე იძენენ.

დაკავშირებული სურათი„მოთხოვნა ბევრ შემთხვევაში გადამისამართებულია უფრო მსხვილ ბიზნესებზე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სამომხმარებლო სესხით პროდუქციის, იგივე ტექნიკის ყიდვისას, მიდიოდა კლიენტი მაღაზიაში, მას საერთოდ აღარ ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა შემოსავალი, მაშინაც კი როდესაც მას ჰქონდა შემოსავალი, ეს იყო ძალიან ადვილი. ერთადერთი, რაც მოეთხოვებოდა ადამიანს, ტექნიკის მაღაზიაში, თუ მას უნდოდა ტელევიზორის, მტვერსასრუტის, მაცივრის ყიდვა, რომ მას ჰქონდა ID, ის არ იყო გაშავებული, უკვე მაშინვე რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიდიოდა მასთან. კეთდებოდა ხელშეკრულების გაფორმება, ყოველგვარი შემოწმების გარეშე,“ - აღნიშნა გვენეტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები