19 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს -სპეციალური ქარხანა ქუთაისში აშენდება

საქართველო ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს - ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება და მისი გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება - მასშტაბური პროექტი პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ეკომიმართულებით იმუშავებს.

მის პრეზენტაციას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, თბილისის მერი და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციების განხორციელებას. ჰოლდინგი მოიცავს ასევე ე.წ. "ქარ შეარინგის," ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს.

დღის ამბები