19 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
აფეთქება დიღომში - დაშავებულია 4 ადამიანი [Live]

აფეთქება დიღომში - წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სმასახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.  

დაშავებულთაგან ერთი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ერთი კი იაშვილის კლინიკაში. 

მოსახლეობას საცხოვრებელი კორპუსი დაატოვებინეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ გვერდითა კორპუსების ფანჯრები ჩაამსხვრია. შემთხვევა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მოხდა.  ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ აფეთქებამდე ერთი საათით ადრე, გაზის სუნი იგრძნობოდა და მათ შესაბამის სამსახურში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მივიდა. 

„უცბად ბომბი, რომ აფეთქდება ეგეთი ხმა, გამოვიხედეთ და მინები მოფრინავდა,"-აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობილი ხდება, რომ ბინა მესაკუთრემ რამდენიმე დღის წინ გააქირავა.

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახური მუშაობს, რის შემდეგაც შემთხვევისა ადგილს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები დაათვალიერებენ.

 

დღის ამბები