20 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
მესხური სოფელი ვარძიის სალოცავების პირდაპირ - ისტორიული ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა 

ვარძიის ისტორიული სამონასტრო კომპლექსის პირდაპირ, ხელოვნურად დატერასებულ ფერდობზე, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. ვარძიის სასტუმრო კომპლექსის არქიტექტურული პროექტი ასპინძის მერიაში დასამტკიცებლად, 2018 წლის 4 დეკემბერს წარადგინეს. მშენებელი ამბობს, რომ მითითება სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ემზარ ასპანიძის თქმით, ოფიციალური მითითების შემდეგ, ტერიტორიაზე ყველა სამუშაო შეჩერდა.

აღნიშნული ტერიტორია 13 873 კვადრატული მეტრი კომპანია "ნიალას" საკუთრებაა. თავად ეს შპს კი შარშან გამოეყო კომპანიას, რომელშიც წილის 50 პროცენტს მოსკოვის ყოფილი ვიცე მერი, ბიზნესმენი ნიკოლოზ იგივე სოსო ორჯონიკიძე ფლობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მიწის მფლობელ ბიზნესმესმენს უარი არამხოლოდ სასტუმროს, არამედ იმ საცალფეხო ბილიკების მოწყობაზეც უთხრა, რომელსაც ისინი ამ ტერიტორიაზე გეგმავდნენ. ეროვნული კატეგორიის ისტორიული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში ერთადერთი ნებართვა ტერიტორიის გამწვანებაზე გაიცა. 

ვარძიის ტერიტორიაზე უკვე აღმართულია კედელი, რომელიც მშენებლის განმარტებით, სასტუმროს ნაწილს არ წარმოადგენს და ამბობს, რომ მას გამაგრებითი ფუნქცია აქვს. თუმცა, კონსტრუქცია საყრდენ კედელს არ ჰგავს. ასეც რომ იყოს, მშენებელს შესაბამისი ნებართვის გარეშე ამ ტერიტორიაზე ამგვარი ნაგებობის აშენების უფლებაც არ ჰქონდა.

ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და უნებართვო მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, "საყდრისის კომიტეტმა" შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. ისინი მხარდაჭერას საზოგადოებისგანაც ითხოვენ.

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ვარძიის შესატანად, პირველი განაცხადი ჯერ კიდევ 2002 წელს გაკეთდა.

დღის ამბები