25 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
პრობლემები ათასობით ოჯახს და მილიონობით ლარის ზარალი ეკონომიკას - "ევროპული საქართველო" საბანკო რეგულაციების გადახედვას ითხოვს 

"ევროპული საქართველო" საბანკო რეგულაციების გადახედვას ითხოვს. განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დღეს პარტიის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ექნებათ, სწორედ საბანკო რეგულაციებს შეეხება. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ რეგულაციებმა პრობლემა უამრავ მოქალაქეს შეუქმნა, მომხდარზე კი პასუხისმგებლობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკისრება. 

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კობა გვენეტაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ჩვენ ახლა კითხვები, "ევროპულ საქართველოს" დაგვრჩა „ქართულ ოცნებასთან“ და მთავრობასთან, რომ პირველი, როდის აპირებენ დაიწყონ ამ რეგულაციების გადახედვაზე მუშაობა. იმიტომ, რომ ეს სასწრაფოა და ეხება ათიათასობით ოჯახს. მეორე, როდესაც ისინი ამას გააკეთებენ და ამის გაკეთება მათ აუცილებლად მოუწევთ, პარალელურად, დააყენებენ თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს. იმიტომ, რომ აქ არის მილიონობით ლარის ზარალზე მთლიანად ქართული ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, უამრავი, ათიათასობით ოჯახისთვის,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენა პარლამენტში დღეს, რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება. „თიბისის საქმე“ და ახალი საბანკო რეგულაციები მთავარი სადისკუსიო საკითხებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები