20 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
"დიდება და მადლობა გმირებს" - ქუთაისში, 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს

"დიდება და მადლობა გმირებს" - ქუთაისში, 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს. მემორიალთან მოქალაქეები, კადეტები, ადგილობრივი მთავრობის წევრები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"30 წელი გავიდა, ეს იყო ტრაგედია, ამავდროულად, ეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ამ ამბებმა დააჩქარა დამოუკიდებლობის აღდგენა. ვერ ვიტყვით, რომ 9 აპრილის ტრაგედიამ დაშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ერთ-ერთი კედელი ჩამოტეხა და ამით გაგვიცნო მსოფლიომ"-განაცხადეს ღონისძიების მონაწილეებმა.

მემორიალთან პირველი პრეზიდენტის, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი და დაღუპული გმირების ფოტოები გამოიფინა. 

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

დაღუპულთა გარდა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დღის ამბები