24 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - პრეზიდენტმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო 

9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ დატოვა. ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად პრეზიდენტს განცხადება არ გაუკეთებია. 

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.

დაღუპულთა გარდა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

9 აპრილის ტრაგედიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დღის ამბები