24 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, ჩვენ დღესაც ოკუპაციის პრობლემის წინაშე ვდგავართ - მმართველი პარტიის წევრები 9 აპრილის მემორიალთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალთან 30 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, 9 აპრილის გმირების ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციით დასრულდება.  

„ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი - დღეს, როდესაც ჩვენ ოკუპაციის უდიდესი პრობლემის წინაშე ვდგავართ ის საქმე, რომელიც დაიწყო 9 აპრილს გაგრძელდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით არის ბოლომდე მისაყვანი და დიდი იმედი გვაქვს,რომ მალე  ევროინტეგრაციის გზაზე იქნება მიღწეული ეს მიზანი,“- განაცხადა ჯაშმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ მას არ ახსოვს ისე ერთ მუშტად შეკრული საქართველო, როგორც ეს 30 წლის წინ 9 აპრილს იყო. მისი თქმით, ის რაც 9 აპრილს მოხდა იყო ტრაგედია, თუმცა ამ ტრაგედიამ ქვეყანას დიდი გამარჯვება მოუტანა.

„ეს არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება, მართალია მძიმე მსხვერპლის ფასად, მაგრამ ეს არის გამარჯვება რადგან ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა სწორედ ცხრა აპრილს დაღუპული გმირების წყალობით ვართ,“-ამბობს ზვიად ძიძიგური.

დღესვე საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ექვს ქუჩას სახელი გადაერქვა და მათ 9 აპრილს დაღუპული ექვსი ადამიანი სახელი ეწოდა. 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ქუჩებისთვის 9 აპრილის გმირთა სახელების დარქმევა ისევ გაგრძელდება. 

დღის ამბები