20 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
რატომ გაიქცა საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირიდან - ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კითხვაზე პასუხი არ აქვს

რატომ გაიქცა საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირიდან - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტებებს არ აკეთებს. 

ლაშა ჟვანიას განცხადებით, არ იცის რატომ დატოვა პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ.  ჟვანია ჟურნალისტებს ურჩევს საკითხზე პრეზიდენტის პრესსპიკერს მიმართონ.

„ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესცენტრს დაუკავშირდით უფრო უკეთეს პასუხს გაგცემთ ამასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით რატომ არ მოხდა კომენტარის გაკეთება ან რატომ აკეთებს ხოლმე კომენტარს პრეზიდენტი,"-აცხადებს ჟვანია.

კითხვაზე სწორია თუ არა, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიასთან დაკავშირებით პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს, ჟვანია ამბობს:

"დღეს საღამოს მიღებაზე გამოვა პრეზიდენტი სიტყვით და იქ გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება დღეში რამდენჯერმე გააკეთოს პრეზიდენტმა განცხადებები. ალბათ არ იყო დაგეგმილი, ალბათ კომუნიკაცია არ გივარგათ პრეზიდენტის პრესცენტრთან,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს გაექცა. სალომე ზურაბიშვიილმა განცხადება არც 9 აპრილთან დაკავშირებით და არც უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები, რომლებიც პრეზიდენტს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი მივიდა. 

ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე მედიის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია დაცვის დახმარებით დატოვა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები