25 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
არ ვიყავი ამ მოედანზე იმ დღეს, მაგრამ ვიყავი საქართველოში და ვიყავი მთელი ჩემი სულით და გულით ამ ხალხის გვერდში - ქობულია 9 აპრილზე 

30 წლის წინ, ამ დღეს, მე საქართველოში ვიყავი, მაგრამ არ ვიდექი ამ მოედანზე - ეს განცხადება, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად,რომ 9 აპრილის ღამეს, ის რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა, მთელი სულითა და გულით იდგა იქ მყოფი მომიტინგეების გვერდით.

ქობულიას თქმით, დემოკრატიული ღირებულებები 30 წლის წინ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ დაიცვეს.

„დღეს გავიდა 30 წელიწადი და ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ის წვლილი და ის, რომ ამ ხალხმა სიცოცხლის ფასად დაიცვეს ეს იდეა, რომელიც რეალობად იქცა და რომელშიც დღესდღეობით ჩვენ ვცხოვრობთ, ქვეყანაში, რომლის შედეგიც არის ეს ნაწილობრივ და ალბათ ძალიან დიდწილადაც. იცით, მე ვიყავი საქართველოში და რა თქმა უნდა, მართალი, რომ გითხრათ, მე არ ვიყავი ამ მოედანზე იმ დღეს, მაგრამ მე ვიყავი საქართველოში და მე ვიყავი მთელი ჩემი სულით და გულით, რა თქმა უნდა, ამ ხალხის გვერდში,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები