24 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
"თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა, რამე პასუხს ხომ არ გამცემდით- მეთქი?" - მაჩალიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი რუსთაველის გამზირიდან უპასუხოდ გაიქცა

თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა - ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულ სალომე ზურაბიშვილს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა არ უპასუხა და გაიქცა.

"სპეციალურად მივედი, რომ დამესვა მისთვის ერთი შეკითხვა, მივედი ზურაბიშვილთან და დავუსვი ასეთი კითხვა: თქვენ გესაუბრებათ ტერორისტის მამა, რამე პასუხს ხომ არ გავცემდით-მეთქი. ორჯერ-სამჯერ ბეჭებზე ხელი დავარტყი, შემოტრიალდით ქალბატონო-მეთქი, არც შემოტრიალებულა. თავი ჩაღუნა და მანქანისკენ წავიდა. გაზვიადებულად არ ვიძახი მთელს ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველაზე დაბალი თანამდებობის ადამიანს ყველას რცხვენია ჩემი,“- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები