16 აპრილი 2024,   23:22
ვრცლად
30 წელი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან - საგარეო უწყებამ დიპკორპუსს უმასპინძლა

9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო გამოფენა, მოწვეული სტუმრებმა კი კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 30 წლის წინანდელი მოვლენები და მისი მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომ განვითარებაში.

„ჩვენთვის 9 აპრილი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ვფიქრობ, რომ გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მარადიული, რადგან დამოუკიდებლობა სამუდამოდ გარანტირებული არ არის. მძიმე პერიოდის გახსენებით საზოგადოება აცნობიერებს, რომ თავისუფლება ძვირი ჯდება“-განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა ევროკავშირის ელჩიც. კარლ ჰარცელის განცხადებით 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა საქათველოს ისტორიისთვის, რადგან სწორედ ამ დღიდან დაიწყო ქვეყანაში ცვლილებები.

„ამ ტრაგიკული მოვლენით დაიწყო საქართველოში ისტორიული ცვლილებები. ქვეყანამ აირჩია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზა და დღეს ევროკავშირის მთავარია პარტნიორია,“-განაცხადა კარლ ჰარცელის.

დღის ამბები