20 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
პრეზიდენტის ტრიბუნა გურამ პეტრიაშვილმა დაიკავა და მოთხოვნები დააყენა

„სად არის ის ქალბატონი? დაუძახეთ, მომეცით სიტყვა, არ მინდა ზემოთ, აქ მინდა ვთქვა,“ - ავლაბრის ცერემონიალების სასახლის ტრიბუნა, სადაც სიტყვით სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოსულიყო, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა, მწერალმა, გურამ პეტრიაშვილმა, დაიკავა.

მისი თქმით, ის შეურაცხყოფას არავის აყენებს, უბრალოდ უნდა, მიიღოს პასუხი კითხვებზე და სურს ამ კითხვების დასმა პრეზიდენტისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის.  

„მე ვითხოვ, პირველ რიგში, ქალბატონმა სალომემ, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენმა პრემიერმა და ყველამ გვითხრან, რა ხელფასები აქვთ მათ და ეს ხელფასები შევადაროთ პენსიონერების პენსიას. აი, ეს მინდა, ვთქვა. ამით უნდა დაიწყონ. არ უნდა ადამიანის ცხოვრებას საქართველოში 30 ათასი ლარი, 3 000 საკმარისია. მიხედეთ ხალხს! არავის ვაგინებ, მე მინდა, რომ ზეიმი კი არ იყოს აქ, იყოს საქმე. თქვენ რომ გამოაცხადეთ, რომ ზვიადმა ასე ქნა, ისე ქნაო, ამით არ მთავრდება, “ -  განაცხადა გურამ პეტრიაშვილმა.

დღის ამბები