19 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
9 აპრილის ტრაგედია და პრეზიდენტი - უპასუხოდ დატოვებული მოხუცი, რომელიც დახმარებას ითხოვდა და განცხადების გარეშე დატოვებული ტერიტორია  

9 აპრილის ტრაგედია - ეს იყო პირველი შემთხვევა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისულ ქვეყნის მთავარსარდალს განცხადება არ გაუკეთებია. 

მოხუცი, რომელიც პრეზიდენტს მომაკვდავი ფეხმძიმე შვილის გადარჩენას სთხოვდა, სალომე ზურაბიშვილს დღეს საერთოდ არ შეუმჩნევია. 9 აპრილის მემორიალი, პატრიარქთან ერთად, მანქანით ისე დატოვა, რომ არავისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

პრეზიდენტი არ დაელაპარაკა არც შვილმოკლულ მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, მემორიალთან კარავში სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. 

პრეზიდენტის გაქცევა რუსთაველის გამზირიდან, როგორც ჩანს, წინასწარ დაიგეგმა. ფოტოზე, რომელიც ტრაგედიის ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და კურიერს გამოუგზავნა, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლის SMS შეტყობინება ჩანს. 

გიორგი არაბიძე, სავარაუდოდ, დაცვას წერს აფრთხილებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მანქანასთან მალხაზ მაჩალიკაშვილის დგას, ამიტომ ზურაბიშვილის რუსთაველიდან სხვა გზით უნდა გაიყვანონ.

პრეზიდენტის უჩვეული დუმილის ახსნა დღეს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსსაც გაუჭირდა.

უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე აქ ცხრა აპრილის სისხლიან ღამეს 30 წლის წინ ამავე სიმღერას მღეროდა. არ გაჩერებულა არც მაშინ, როდესაც რუსული ტანკები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით დაიძრნენ. 

9 აპრილის მემორიალთან დღეს ყველა მივიდა. მთავრობის წევრები, უმრავლესობა, ოპოზიცია, რელიგიური კონფესიები. ყველა თანხმდება, რომ 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის გარდამტეხი გახდა და ქვეყანამ 2 წელიწადში დამოუკიდებლობა მოიპოვა.

საბჭოთა ჯარის მიერ დარბეულ და დაჩეხილ მოქალაქეებს, რომელთაგანაც ოფიციალურად 21 გარდაიცვალა, მადლობა დღესაც საქართველოს არაერთმა მოქალაქემ უთხრა - მადლობა თავისუფლებისთვის და თავგანწირვისთვის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები