25 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
ვანო ზარდიაშვილი: "ბესელიობანით დაიღალა საზოგადოება"

"ბესელიობანით საზოგადოება დაიღალა,“ - ეს განცხადება ვანო ზარდიაშვილმა ყოფილი თანაგუნდელის მისამართით გააკეთა. „ქართული ოცნების“ წევრმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მასსა და ეკა ბესელიას შორის არსებული დაპირისპირების გამო და აღნიშნა, რომ „ბესელიობანით“ საზოგადოება დაიღალა.

ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი გუნდის ყოფილი წევრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო.

ვანო ზარდიაშვილი-ის სურათის შედეგი„ბოდიშს მოვუხდი, როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებას იმიტომ, რომ ბესელიობანით საზოგადოება დაიღალა. არ ვაპირებ მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას და ვიქნები საქმეზე ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2"-ს უნდა, რომ რატომღაც ქალბატონმა ეკა ბესელიამ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, მე გეუბნებით თქვენც, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, თუნდაც იმ მოვლენებზე, რაც ჩემსა და ბესელიას შორის ხდებოდა. საზოგადოება დაღლილია ბესელიათი და მსგავსი პოლიტიკური ფიგურებით,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ყოფილი თანაგუნდელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა. 

დავით მათიკაშვილი-ის სურათის შედეგი„ეს არის რეალურად სპეკულაცია, არასდროს მსგავსი რამ ჩვენ არ გვინახავს და არც შეიძლება დაგვენახა. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, მცდელობა, რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწერო, ან სიცრუის ტირაჟირებით, ასეთი რაღაც არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა ბუნებაში. სამაგიეროდ, მე შემიძლია გითხრათ, გავიხსენო სიტუაცია, როდესაც ყველანი ერთად, მათ შორის, ქალბატონი ეკა ბესელია, ვეჯექით კანონპროექტს, რამე გვიანობამდე, ყველა მუხლი, ყველა წერტილ-მძიმე და თქვენ როგორ გგონიათ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ამოვარდებოდა ამ კონტექსტიდან? ეს არის მათი პოლიტიკური ქულების დაწერის ინსტრუმენტი, მე როგორც ვხედავ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები