18 აპრილი 2024,   16:17
ვრცლად
სროლა მელბურნის ღამის კლუბთან-რიგში მდგომ ხალხს მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსენს

სროლა მელბურნის ღამის კლუბთან - კლუბის შესასვლელთან რიგში მდგომ ხალხს მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი დაშავებული კი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციისთვის უცნობია რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში, თუმცა უკვე დადასტურდა, რომ დამნაშავე და მისი სავარაუდო თანამზრახველები გატაცებული ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. გამოძიებას ეჭვმიტანილები არ ჰყავს. მელბურნში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ძალოვანები დანაშაულში მონაწილე პირებს ეძებენ. უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორიზმს.

დღის ამბები