25 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
ინციდენტი ლონდონში-უკრაინის ელჩის მანქანას შუახნის მამაკაცი ავტომობილით დაეჯახა

ლონდონის პოლიცია უკრაინის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს იძიებს. შუა ხნის მამაკაცმა დიპლომატიური მისიის წინ უკრაინის ელჩის მანქანას ავტომობილი დააჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მძღოლის დაკავება სცადეს, რის შემდეგაც მან პოლიციაზე სცადა თავდასხმა. ძალოვანებმა ცეცხლი გახსნეს და ბოროტმოქმედი დააკავეს. თავდამსხმელი 40 წლამდე მამაკაცი აღმოჩნდა. მისი ვინაობას და დანაშაულის მოტივს გამოძიება არ ასახელებს. თუმცა ტერაქტის ვერსია ძალოვანებმა უკვე გამორიცხეს.

დღის ამბები