20 აპრილი 2024,   05:57
ვრცლად
დემოკრატები დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციას ითხოვენ

დემოკრატები დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციას ითხოვენ და დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადას 23 აპრილამდე აძლევენ. ფინანსთა მინისტრს შეერთებული შტატების პრეზიდენტის დეკლარაცია საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარესთვის 10 აპრილს უნდა წარედგინა, თუმცა უწყება ვადაში ვერ ჩაეტია.

დოკუმენტაცია წარმომადგენელთა პალატის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოითხოვა. რიჩარდ ნილი პრეზიდენტის გადასახადების 6 წლიანი ისტორიის შესწავლას გეგმავს. ნილი ერთ-ერთი კონგრესმენია წარმომადგენელთა პალატიდან ვისაც ფედერალური კანონი დეკლარაციის გამოთხოვის უფლებას აძლევს. დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ საგადასახადო სამსახურმა აუდიტი უკვე ჩაატარა და შესაბამისად, მას აქვს უფლება, რომ დოკუმენტაცია არ გამოაქვეყნოს.

 

დღის ამბები