19 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
სტიქია ტეხასში - ტორნადოს შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა 

ტეხასში ტორნადოს შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ქარბორბალამ ქალაქ ფრანკლინს გადაუარა და ნგრევა გამოიწვია. მაშველების ინფორმაციით, 3 და 8 წლის ბავშვები მანქანაში დაიღუპნენ, რომელსაც წაქცეული ხე დაეცა. წინასწარი მონაცემებით, უამინდობის შედეგად კიდევ 10 ადამიანი დაშავდა.

ტორნადომ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. დაზარალებული ოჯახები დროებით ეკლესიაში განათავსეს. ქალაქი კომუნიკაციების და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონში აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა მეტეოროლოგები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ და ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დღის ამბები