20 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
კალიფორნიაში ქოაჩელას ფესტივალზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა  

კალიფორნიაში ქოაჩელას ფესტივალი დროებით შეწყდა. მიზეზი ძლიერი ხანძარი გახდა, რომელიც ღია ცის ქვეშ მიმდინარე უმსხვილესი მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე გაჩნდა.

ინცინდენტის დროს ფესტივალზე მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები და კინოსა მოდის ვარსკვლავები იმყოფებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ცეცხლი კარვების ქალაქში საშხაპეში გაჩნდა.

ხანძრის ჩასაქრობად მაშველებს საათ ნახევარი დასჭირდათ. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ფესტივალი ისევ განახლდება.
 

დღის ამბები