23 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს სახელისუფლებო სისტემის რეფორმირების ახალი გეგმა გააცნო

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს სახელისუფლებო სისტემის რეფორმირების ახალი გეგმა გააცნო. ცვლილებების აუცილებლობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში ილაპარაკა, სადაც უკრაინულ დიასპორას შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილის მოსასმენად პოლონეთის დედაქალაქში ასობით უკრაინელი შეიკრიბა, რომელიც წლებია პოლონეთში ცხოვრობს.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ემიგრანტ უკრაინელებს იმ ცვლილებების საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც უკრაინაში სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს გააუმჯობესებს, კორუფციას დაამარცხებს და ქვეყანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დააახლოებს.

ამასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ დიასპორას ტურიზმის განვითარების გეგმა და უნიკალური ადმინისტრაციული ცენტრის პროექტი წარუდგინა.

 

დღის ამბები