20 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
ამერიკის კუთხე - ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას აშშ-ის დახმარებით ცდილობენ  

მუხრანის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეები ამერიკის საელჩოში ვიზიტისთვის ემზადებიან. ხუთი კვირის განმავლობაში ისინი კომპიუტერული პროგრამირების შესავალს გაივლიან. პროექტის მიზანი ინოვაციურ პროცესებში გოგონების აქტიურად ჩართვაა. პედაგოგი, ნინო დოლიშვილი ამერიკის საელჩოს დახმარებით წლებია ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს.

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისთვის ატარებს გაკვეთილებს კომპიუტერულ კოდირებაში, რომელიც საშუალებას იძლევა ურთულესი ბრძანებები კომპიუტერს უმარტივესად შეასრულებინო. 

ამერიკის კუთხე ახალციხეში, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ინტეგრაციასა და მომავალი თაობის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას აპირებს. ამერიკული ოცნება, რომელიც პირველ რიგში ხარისხიანი განათლების მიღებასთან ასოცირდება, ახლაგაზრდებისთვის მხოლოდ ოცნება აღარ არის, რადგან ასეთი პროგრამების დახმარებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა საკუთარ ქვეყანაში შეუძლიათ. 

ავტორი: ნანა სისვაძე. 

 



 

დღის ამბები