26 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
"ერთმანეთს იმდენ პატივს ვცემთ, არავინ არ წავა არჩევნებზე" - ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ 

ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელ შამგონაში შუალედური არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან. 

შესაძლოა, ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართოს.

გუშინდელი ხმაურიანი აქცია კი პოლიციის სამმართველოსთან დღის ბოლოს დაიშალა.
პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით სამართალდამცველებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. ის დღის ბოლოს ხელწერილის საფუძველზე დროებით გაათავისუფლეს.

რა დაუჯდება საბოლოოდ კანონდარღვევა ბაჩო ჭანტურიას, ათას ლარამდე ჯარიმა თუ 15 დღიანი პატიმრობა - გადაწყვეტილებას სასამართლო მოგვიანებით მიიღებს.

"აქციას გავაგრძელებთ. არანაირი მტკიცებულება არ არის. ფარატინა ფურცლები. ქუთაისის ციხეში ზის თვითონ დაზარალებული, მკვლელობის მცდელობისთვის არის საქმე აღძრული. დაიჭირეს ჩემი შვილი, იმ მკვლელს მსუბუქი დაზიანება რატომ მიაყენეო, როცა გესროდაო. სიკვდილამდე ასე უნდა იდგე ამათი კანონმდებლობით. ხალხი ისეთია, ერთმანეთს იმდენ პატივს ვცემთ, არავინ არ წავა არჩევნებზე,"-აცხადებს ბესიკ დგებუაძის მამა, ვლადიმერ დგებუაძე. 

დღის ამბები