25 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
პაციენტთა გარდაცვალება აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში - ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან 

ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში, ბოლო პერიოდში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები, საგამოძიებო კომისიის შექმნას და ექიმების შესაძლო დაუდევრობის ფაქტების შესწავლას ითხოვენ. 

სხვადასხვა კლინიკებში გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები, დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან. შეხვედრა სამინისტროშია დაგეგმილი. 

აღნიშნული მოთხოვნით გუშინ აქცია გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდა და დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებს დეტალურად შეისწავლის. 

გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალების შემთხვევების შესწავლისას რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიება არაეფექტურია. 

დღის ამბები