უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - ამ დრომდე მძიმეა 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუსთავის მე-20 მიკრორაიონის ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გოგონა მრავლობით დაზიანებებით კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. კორპუსის სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარეობს გამოძიება.
„პაციენტი შემოყვანილია 112-ის მიერ პოლიტრავმით, თუმცა ტრავმის მიზეზი უცნობია. მძიმე მდგომაროება იყო შემოყვანისთანავე. იყო ტრავმული შოკი. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, რეანიმაციული მკურნალობა, პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე. ოპერაციული მკურნალობა იგეგმება, თუმცა პაციენტის სტაბილიზაციის შემდეგ,“-განაცხადა რუსთავის კლინიკის მორიგე ექიმმა მარინა კავთუაშვილმა.