მთავრობის გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ, ფინეთში ახალი პარლამენტი აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციურმა "ფინეთის სოციალურ დემოკრატიულმა" პარტიამ, ამომრჩეველთა ყველაზე დიდი მხარდაჭერა და ხმების 17,7% მოიპოვა. 200-ადგილიან პარლამენტში ოპოზიციამ 40 მანდატის მიღება შეძლო.
მეორე ადგილზე უმნიშვნელო სხვაობით მემარჯვენე პოპულისტური პარტია გავიდა, მესამე ადგილი კი კონსერვატიულმა "კოალიციურმა პარტიამ" დაიკავა. მმართველ პარტიას ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 14,8% ერგო.
მას საკანონმდებლო ორგანოში 31 წარმომადგენელი ეყოლება. ფინეთის მინისტრთა კაბინეტი სოციალური და ჯანდაცვის რეფორმების ჩავარდნის გამო, მარტის დასაწყისში გადადგა.