18 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
120-ზე მეტი გარდაცვლილი - ლიბიის დედაქალაქში საომარი მოქმედებები გრძელდება

ლიბიის დედაქალაქთან საომარი მოქმედებები გრძელდება. სამთავრობო ძალებმა ამბოხებულების თვითმფრინავი გაანადგურეს. ე.წ. “ეროვნული არმიის” კუთვნილ „მიგ-21“ ტიპის გამანადგურებელი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ჩამოაგდეს.

ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფთარი ავიაციას დედაქალაქზე იერიშებისთვის იყენებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 4 აპრილს დაწყებულ საომარ მოქმედებებს სულ მცირე 121 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და სამხედრო მოსამსახურე.

დღის ამბები