17 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
კობახიძის პროგნოზი, "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს

კობახიძის პროგნოზი, "დაიცავი საქართველო" 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრება და მისი პოლიტიკური შანსები შეაფასა.

კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე საუბრისას ამბობს, რომ „ასეთი სახეები“ ვერ შეიტანენ წვლილს დემოკრატიის განვითარებაში.

“3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ბუნებრივია ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.

ზოგადად საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - რა ამოძრავებთ „ოცნებიდან“ წასულებს, ქვეყნის ინტერესები თუ პოლიტიკური სკამების მიღების სურვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს სუბიექტური ინტერესი ჭარბობს.

კობახიძე ასევე ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამას  ენმ-სთვის ოპოზიციური „მონოპოლიის“ ჩამორთმევის საჭიროებით ხსნის.

Image result for ირაკლი კობახიძე„მე არ მინდა სიღრმეში შევიდე, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით, ამის ნაკლებობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ინტერესებშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდეს. გაჩნდეს ახალი პარტიები, დღეს არის ოპოზიციაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება. თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ პარტიას, რომელსაც აქვს უმძიმესი წარსული. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ასეთ პოლიტიკურ ძალას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მივესალმებით, ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი პარტიები სამწუხაროდ წინ ვერ წავა,“-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.  

დღის ამბები