25 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
„თავი გააკონტროლეთ... არ გემორჩილებით,ამბოხებას აქვს ადგილი" - ხმაური და დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. დაპირისპირება მმართველი  გუნდის სურვილს მოჰყვა, რომ დღესვე მეორე მოსმენით დაწყებულიყო იმ სადავო კანონპროექტის განხილვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას შეეხება.

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა და საპარლამენტო უმრავლესობას ეყო საჭირო ხმები, რათა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყოს. ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც დღევანდელი სხდომის გადადებას ითხოვდა, იქამდე ვიდრე ვენეციის კომისიის სხდომის დასკვნა არ გახდება ცნობილი.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„მე მინდა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნებისთვის“ აქამდე გაუგონარი რამ, აქ არიან თქვენი ოპონენტები, გთავაზობთ, რომ ეს პრობლემა ჩვენ დაგვაბრალოთ,“- აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც ოხანაშვილმა უარით უპასუხა.

მმართველი გუნდი ევროპელი ექსპერტების დასკვნას არ ელოდება და ჩქარობს.

 „იმდენად მძიმე ტვირთი გაქვთ თქვენს პოლიტიკურ გუნდს, არ მგონია, კიდევ ეს უნდა დაგიმატოთ,“- აღნიშნა ოხანაშვილმა.  

ოპოზიციის აზრით, მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის აზრი და შეფასება არ აინტერესებს. 

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„რას მოელით, რომ ვენეციის კომისია რას გაკეთებს, მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, რომ რომელიმე ვენეციის კომისიის წევრი წმინდა მარკოზის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ, რომ ფორმალობაა აქ ჩვენი მოწვევა იმიტომ, რომ ჩანიშნულია შემდეგი მოსმენები და არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო. დღეს ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ "ევროპული საქართველოს" წევრს შეძახილებისგან თავის შეკავება ურჩია და მიკროფონის გათიშვისკენ მოუწოდა.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„რა შეძახილები. ცოტა თავი გააკონტროლეთ, გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. გათიშეთ მიკროფონი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რაზეც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უარით უპასუხა.

„არ გემორჩილებით. ამბოხებას აქვს ადგილი,“ - მიმართა გიგა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილს.

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულმა დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

 áƒ”კა ბესელია-ის სურათის შედეგი„ფორმალურად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ ესე უხეშად იმიტომ, რომ ის კი არ არის მთავარი, რომელი პარტია რა პოზიციას დააფიქსირებს, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამას, რამდენად მტკივნეულად რეაგირებს, როცა ასე უპატივცემულოდ ექცევით მის განწყობებს. მე არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობას,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

 

დღის ამბები