16 ივლისი 2019,   21:23
ვრცლად
"კარგად მოიკითხეთ, როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების" - სულხან სალაძემ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას მესამე სექტორი ესწრება. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ხელისუფლება ფორსირებულად და დაჩქარებული წესით ცდილობს იმ სადავო კანონპროექტის განხილვას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას შეეხება.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების შეცდომები შეახსენეს და მიუთითეს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მისი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

Image may contain: 1 person, closeup„კარგად მოიკითხეთ, როგორ იღება სასამართლო სისტემაში დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების და რა სურათებს ახვედრებენ მათ სამუშაო ოთახებში. თქვენ მოახერხეთ მმართველმა პარტიამ, რომ ერთადერთი მხარდამჭერი, ვინც ამ პროცესში თქვენ ახლა უზრუნველყოფთ არის ის კლანი, რომელიც არის სასამართლოში,“ - აღნიშნა სალაძემ.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი დღევანდელი სხდომის გადადებას ითხოვდა იქამდე, ვიდრე ვენეციის კომისიის სხდომის დასკვნა არ გახდება ცნობილი. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპონენტების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

სოფო ვერძეული-ის სურათის შედეგი„თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალ ჩინჩალაძეს ხელში ჩაუვარდეს უზენაესი სასამართლო უვადოდ. ყველა კომიტეტი ამის შემდეგ ამაზე უფრო მძიმე იქნება,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები