19 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
eBay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი იყიდება

eBay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი იყიდება. ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი 120 000 დოლარადაა შეფასებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზეთში შესრულებულ ტილოს დაზიანებები არ აღენიშნება.

eBay-ზე გუდიაშვილის ნახატთან ერთად გამყიდველს დართული აქვს სერთიფიკატი, სადაც ტილოს აღწერილობა და შექმნის თარიღია მითითებული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნახატის ქვედა მარჯვენა კუთხეში ლადო გუდიაშვილის ხელმოწერაც აქვს.

დღის ამბები