19 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
„უპატრონოდ არის სახელმწიფო მიტოვებული" - გრიგოლ ვაშაძე სოფელ ქესალოს მოსახლეობას შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გარდაბანში, სოფელ ქესალოს მცხოვრებლებს შეხვდა. ვაშაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. 

როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფელში განსაკუთრებით მწვავედ უმუშევრობის პრობლემა დგას. მათვე თქმით, ადგილობრივების უმეტესობას ფინანსური პრობლემები აქვს. აღებული აქვთ სესხები, რომელთა გადახდასაც მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ ახერხებენ.

გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრაზე აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პრობლემაზე ისაუბრა. ვაშაძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში აზერბაიჯანელებისთვის, რომლებმაც ქართული არ იციან, დასაქმება პრაქტიკულად შეუძლებელია.

"ორივე ტური მოვიგეთ ისევე, როგორც გარდაბნის ძალიან ბევრი უბანი, რაც აბსოლუტური გმირობა არის ამ ხალხის, იმიტომ, რომ ისეთ პრესში და დისკრიმინაციაში, როგორშიც ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე არის, ძნელი წარმოსადგენია. არცერთ სამსახურში არ ღებულობენ საქართველოს მოქალაქეს აზერბაიჯანელს აი, აქ მაგალითად, გარდაბნის რაიონში, თუ მან ქართული არ იცის. საერთოდ უპატრონოდ არის სახელმწიფო მიტოვებული. კიდევ ერთხელ რწმუნდები, როდესაც ჩამოდიხარ რეგიონში და ელაპარაკები ხალხს, მაგალითად გარდაბანში,“- განაცხადა ვასაძემ.

დღის ამბები