25 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
პოროშენკოს დებატი ცარიელ ტრიბუნასთან მოუწია - ზელენსკი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე არ მივიდა

პეტრო პოროშენკოს დებატი ცარიელ ტრიბუნასთან მოუწია. მისი მეტოქე ვლადიმერ ზელენსკი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე არ გამოცხადდა. ამიტომ მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ სტადიონზე მისული ხალხი უსმენდა. პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკის 45 წუთის განმავლობაში ელოდა, თუმცა უშედეგოდ. პოროშენკომ ეს დრო ჟურნალისტებთან საუბარს და ოპონენტის კრიტიკას დაუთმო.

ორივე კანდიდატი დებატების გამართვას გასულ კვირას დათანხმდა, მაგრამ ისინი თარიღზე ვერ შეთანხმდნენ. ზელენსკიმ კონკურენტთან საკამათოდ 19 აპრილი აირჩია. პოროშენკომ კი მას შეხვედრა ორჯერ 14 და 19 აპრილს შესთავაზა. თუმცა ზელენსკი გუშინ დებატებზე არ მივიდა. ის ოპონენტს სტადიონზე მხოლოდ 19 აპრილს ელოდება.

დღის ამბები