16 ივლისი 2019,   21:23
ვრცლად
სავარაუდო ძალადობის ფაქტი 20 წლის ამერიკელ კურსანტ ქალზე - თავდაცვის მინისტრი ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს 

თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა. ლევან იზორიამ თავდაცვის აკადემიაში, ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მედია დაიბარა და მხოლოდ ის თქვა, რომ მოკვლევით ძალადობა არ დადასტურდა, თუმცა რა ინტერესი ჰქონდა ამერიკის მოქალაქეს ქართველი კადეტი ძალადობაში დაედანაშაულებინა, როგორ აღმოჩნდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კადეტები სასწავლებლის ტერიტორიაზე, ან ვინ შეიტანა კურსანტების ბანკეტზე ალკოჰოლი, სადაც სასმელი ოფიციალურად შეკვეთილი არ ყოფილა - ამ კითხვებზე თავდაცვის მინისტრს არ უპასუხია. 

„საუბარი იყო თითქოს და იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ამერიკის შეერთებული შტატების  სამხედრო მოსამსამხურე გოგონას მიმართ. არა მხოლოდ ჩვენს მიერ არამედ, ასევე ჩვენს მიერ აშშ-ს საელჩოს მიერ იქნა ​კატეგორიულად უარყოფილი. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მით უფრო ამ ფონზე ეს ყოველივე იწვევს დიდ აღშფოთებას. მე ვფიქრობ რომ ეს დეზინფორმაციის კამპანია არის  გამიზნული იმისკენ რომ ზოგადად საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და განსაკუთრებით თვადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში,“-განაცხადა ლევან იზორიამ. 

რეპორტაჟი, რომელის გამოც დღეს ლევან იზორია თავს "რუსთავი 2"-ს დაესხა, ეთერში შაბათს გავიდა. "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ადასტურებდა, რომ 20 წლის ამერიკელმა კურსანტმა ქართველი კადეტი ძალადობაში დაადანაშაულა

ამავე თემაზე
დღის ამბები