19 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
ლელა გულედანის კანდიდატურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ - გზავნილი საქართველოს პრეზიდენტს  

გზავნილი საქართველოს პრეზიდენტს - დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, სალომე ზურაბიშვილის სახელზე კონკრეტული მოთხოვნა შეაგზავნეს. წერილს იძულებით გადაადგილებული პირები აწერენ ხელს.

საინიციატივო ჯგუფი ქვეყნის პირველ პირს მიმართავს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლელა გულედანის კანდიდატურა განიხილოს.

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ გულედანს დიდი გამოცდილებაა აქვს სოციალური პროექტების მიმართულებით და შესაბამისად იმედი აქვთ, რომ ის შეძლებს მათი პრობლემების მოგვარებას. პრეზიდენტის სასახლეში წერილი დღეს შეიტანეს.

„ქალბატონ ლელას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება დევნილთა საკითხებთან მუშაობაში და შესაბამისად, ის არის მაღალი კომპეტენციის და კვალიფიკაციის ადამიანი, რომელიც დაახლოებით, 10 წელია მუშაობს ამ საკითხებზე. გათვიცნობიერებულია დევნილების პრობლემებში და შესაბამისად, რა პრობლემები აქვთ. ასევე, ქალბატონ ლელას აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ის შეძლებს მოაგვაროს ეს საკითხები,“ - განაცხადა დევნილთა საინიციატივო კომისიის წევრმა, პაატა ეხვაიამ.

დღის ამბები