19 აპრილი 2024,   10:19
ვრცლად
„გაიფიცე გარემოსთვის“ - არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა მწვანე გარემოს მდგომარეობა გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ და „მავნემ“ ქვეყანაში მწვანე გარემოს მდგომარეობა გააპროტესტეს და ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

სტუდენტები და ახალგაზრდები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ ბუნებაში ხელოვნურად ჩარევა და  შეწყვიტონ ჰესების მშენებლობა. მათი მოთხოვნაა ქვეყანაში მწვანე გარემოს პოლიტიკა შეიქმნას და სხვა და სხვა ადგილებში გამწვანებები მოეწყოს.

ლოზუნგით „გაიფიცე გარემოსთვის“ ახალგაზრდების ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე ფეხით მსვლელობა მოაწყო.

„ჩვენ ვიფიცებით გარემოსთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქუხებს ეკოლოგიური და ურბანული პრობლემები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, როგორიცაა გიგანტური ჰესები, როგორიცაა საცობები, როგორიცაა თუნდაც მწვანე ზონების გაჭრა და არ არსებობა თბილისში და ბათუმშიც უკვე. მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ ჩვენთან ერთად დადგეს, მოითხოვოს უკეთესი პოლიტიკა, მოითხოვოს მწვანე პოლიტიკა,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები