20 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
ეს არის ძირის გამოცლა იმ რეჟიმისთვის, რომლის ფუნდამენტსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ - გოცირიძე მმართველი პარტიიდან წევრების წასვლაზე

ბრძოლა ივანიშვილის ახლოს ადგილის დასაკავებლად - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, რომან გოცირიძე მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს.  დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის ყოფილი წევრები არ ებრძვიან ივანიშვილის, ისინი ებრძვიან იმ თანაგუნდელებს, ვინც ივანიშვილის სიახლოვეს მათი ადგილი დაიკავა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი შეფასებით, რეალურად მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდს ძირს აცლის.  

"გუშინდელი ერთგული მებრძოლები შიგნიდან ამხელენ უკვე ამ რეჟიმის სისუსტეს და ბუნებრივია, ეს არის უკვე დარტყმა და გარკვეულწილად ძირის გამოცლა იმ რეჟიმისთვის, რომელის ფუნდამენტსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. ამ ჯგუფმა გარიყა მეორე ჯგუფი უფრო ძველი გვარდიის წარმომადგენლები და ახლა ებრძვიან არა ივანიშვილს, არამედ იმათ, ვინც მათი პოზიცია დაიკავა ივანიშვილთან,“- აცხადებს რომან გოცირიძე. 

დღის ამბები