20 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
ელბაქიძეზე მძღოლს სატვირთო ავტომანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოჰყვა

თბილისში, ელბაქიძეზე მძღოლს სატვირთო ავტომანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოჰყვა. შუა ხნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი დაგორდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

დღის ამბები