16 ივლისი 2019,   21:24
ვრცლად
ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე-არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს ურჩევს ძალები პლენარული სხდომისთვის შემოინახონ

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროქტზე საკუთარი შენიშვნები პლენარული სესიის განხილვაზე წარმოადგინონ. დღეს იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტს კენჭი მეორე მოსმენით უყარა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს როგორც ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო სექტორს, რომელიც თვლის, რომ მიმდინარეობს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დაკანონება.

„საპარლამენტო ოპოზიციას ექნება სრული შესაძლებლობა, რომ ამ განხილვაში მიიღოს მონაწილეობა და თუ ვენეციის კომისიის დოკუმენტთან დაკავშირებით ექნება კონკრეტული კითხვები ეს შეუძლია დასვას პლენარული განხილვის ფორმატში. რას შეეხება სამოქალქო საზოგადოებას, მათ თავისი პოზიცია უკვე წარმოადგინეს. განხილვებშიც იყვნენ ჩართულნი. თუ მათაც ექნებათ სურვილი, რომ ვენეციის კომისასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია, თავსი დასკვნები დამატებით გამოაქვეყნონ,“-განაცხადა არჩილ თალავაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები