25 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
სამტრედია ქურდების ახალ სამიზნედ იქცა - მსხვერპლს შორის კახა კალაძის მამიდაც აღმოჩნდა

სამტრედია ქურდების ახალ სამიზნედ იქცა - ქალაქში ერთ ღამეში რამდენიმე სახლი ერთდროულად გაქურდეს. სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიახაიში, ერთ ღამეში 4 სახლი გაქურდეს. ქურდები საცხოვრებელ სახლებში ღამით, იმ დროს შევიდნენ, როდესაც მეპატრონეებს მეორე სართულზე ეძინათ.

სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მძარცველებმა კარი ისე გააღეს, რომ ხმაც კი არავის გაუგია. დაზარალებულები ამბობენ, რომ სახლები პროფესიონალი ქურდებმა გაძარცვეს, რადგან სახლში ისე შევიდნენ და გამოვიდნენ რომ კვალიც არ დაუტოვებიათ.

ვაშაკიძეების სახლიც ღამით გაძარცვეს და წაიღეს ყველა ძვირფასი ნივთი. 

კიდევ 2 გაქურდული სახლის მეპატრონე კამერების წინ ქურდობის ფაქტზე საუბარს ერიდება. მომხდარს მათი თანასოფლელები ადასტურებენ და ამბობენ, რომ სოფელში კრიმინალმა საგრძნობლად მოიმატა.

გახშირებული ქურდობასა და ყაჩაღობაზე სამტრედიაში საუბრობს ყველა. ხალხი ღამით მშვიდ ძილს ვეღარ ახერხებს. რამდენიმე კვირის წინ, მათ სოფელში კახა კალაძის ნათესავების სახლიც გაქურდეს. სოფელ ნინუაკარში მძარცველების სამიზნე კალაძის მამიდის სახლი გახდა.  

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

 

დღის ამბები