18 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი უკიდია

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი უკიდია. ნოტრ დამის შენობა მთლიანად კვამლშია გახვეული. ინფორმაციას მასშტაბური ხანძრის შესახებ ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება ავრცელებს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ შენობის სახურავს ამ დრომდე ცეცხლი უკდია.  

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სწორედ ტაძრის გუმბათიდან გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ტაძრის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.   

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და მის გარშემო სრული ევაკუაციაა გამოცხადებული. ცეცხლის გაჩენას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამო ჩამოინგრა ტაძრის მთავარი კოშკურა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ვერტმფრენები.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები. ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

ტაძარს წლის განმავლობაში ტაძარს 13 მილიონი ტურისტი სტუმრობს, ცოტა ხნის წინ იქ ევაკუაცია გამოცხადდა, მეხანძრეები ღია ტიპის ხანძრის კერას ჯერ ვერ აქრობენ. 

დღის ამბები