19 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
ზვიად მთავრიშვილს, რომელიც ოჯახის მტკიცებით პოლიციის ცემის შედეგად გარდაიცვალა, დღეს საკუთარ სახლში გადაასვენებენ

ზვიად მთავრიშვილს, რომელიც ოჯახის მტკიცებით, პოლიციის ცემის შედეგად გარდაიცვალა, დღეს კაჭრეთში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 55 წლის მამაკაცზე ძალადობა ხუთმა პოლიციელმა განახორციელა. ზვიად მთავრიშვილის ოჯახი დამნაშავეების მფარველობაზე მიუთითებს.

თუმცა ფიზიკურ ძალადობაში სამართალდამცველების მონაწილეობა ვერ დაადგინა საოლქო პროკურატურამ, რომელიც კაჭრეთში მომხდარ ინციდენტს სამი კვირაა იკვლევს.

55 წლის მამაკაცი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ინციდენტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა. პოლიციელები ოჯახში და-ძმას შორის მომხდარი კამათის გამო გამოიძახეს. ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე აგრესიულად იქცეოდნენ. 


ამავე თემაზე
დღის ამბები