19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
კარვების აქცია რუსთავში - ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ

კარვების აქცია რუსთავში - ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც იუსტიციის მინისტრისგან მოისმინეს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ციხე მაინც აშენდება. 

ციხის მშენებლობის ადგილის მიმდებარედ რამდენიმე კარავი უკვე დგას. აქციის მონაწილეები დაშლას იმ დრომდე არ აპირებენ, სანამ თეა წულუკიანი უარს არ იტყვის დასახლებულ ადგილზე სასაჯელაღსრულების დაწესებულების აშენებაზე.

„თეა წულუკიანს ჩვენ მივეცით 24 საათიანი ვადა, მას შემდეგ რაც მოვითხოვეთ, რომ აქ არ აშენებულიყო ციხე. თეა წულუკიანმა გვიპასუხა ძალიან ცუდად, რატომღაც ის ჩვენს აქციას უყურებდა ისე, რომ თითქოს ჩვენ ულტიმატუმებით ვესაუბრებოდით. აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, 15 მეტრი არის დაშორებული ციხემდე. აქ მცხოვრები ბავშვებისთვის არაჯანსაღი გარემოა,“-აცხადებს აქციის ორგანიზატორი გიორგი გზირიშვილი.

გვიან ღამით მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა. 

დღის ამბები