25 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
შუალედური არჩევნები - ცესკომ კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, პარტიებს, რომლებიც სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობენ, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. დანარჩენებს კი წილისყრით მიენიჭათ რიგითი ნომრები.

„საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც რომელიმე არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათვე მოთხოვნით განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი. ხოლო დანარჩენ, 9 საარჩევნო სუბიექტს, წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები,“-განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები