აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შემცვლელს ელოდება. ვახტანგ ყოლბაია ამბობს, არ იცის ვინ და როდის შეცვლის და რომ გადაწყვეტილება, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს.
ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა, თუმცა ერთ-ერთი ვინც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობაზე მოიაზრება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძეა. აბაშიძე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის კადრად სახელდება. მან ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში 60 ათასი ლარით დააფინანსა.
აბაშიძე 2018 წელს სკანდალშიც გაეხვა. მას Tbilisi Hills Golf @ Residences“-ის ხელმძღვანელობა თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა.
„მე დღეს რომ ვდგავარ თქვენთან ჩემი სტატუსით, მეტყველებს იმაზე, რომ მე ვმუშაობ. ახლა ვინ ჩაანაცვლებს, რას ჩაანაცვლებს ეს არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა და ვფიქრობ, რომ როცა დადგება დრო ამის თაობაზე საზოგადოებას ეცნობება,“- განაცხადა ყოლბაიამ.