25 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
პარლამენტში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა 

პანკისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც პარლამენტში იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატებთან შესახვედრად მივიდა. მაჩალიკაშვილი გეგმავდა კანონმდებლებისთვის პირადად ეთხოვა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. 

ის ბიუროს სხდომის ოთახთან იცდიდა და სხდომის დაწყებას ელოდებოდა. თუმცა მოულოდნელად ის შეუძლოდ გახდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტი ისე დატოვა, რომ დეპუტატებთან შეხვედრა ვერ მოახერხა.

დღის ამბები